აუთსორსინგის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება დროის წამღები იყოს, მაგრამ ბიზნესის გაზრდის გზების გამონახვა გარე  პროფესიონალების დახმარებით, აისახება გაზრდილ ეფექტურობასა და გაყიდვებში. პროგრესული მეწარმეები აცნობიერებენ აუთსორსინგის ძალას თავიანთი ბიზნესის მნიშვნელოვანი ასპექტების გასაუმჯობესებლად, მაგრამ იმასაც იაზრებენ, რომ პირადად მათთან გამკლავება არ უღირთ. მცირე ბიზნესებს ამ პროფესიონალების მომსახურებასთან წვდომის მეშვეობით შეუძლიათ უშალოდ გაუწიონ კონკურენცია დიდ მოთამაშეებს თავიანთ სივრცეში.

ბევრი ბიზნესი ხოლმე ფიქრობს, რომ შეძლებს ყველა საქმიანობის შეთავსებას, როცა ამან შეიძლება წინსვლა შეაჩეროს. ოფისის ყოველდღიური საქმეების აუთსორსინგით კი კომპანია შეძლებს ფოკუსირდეს შემოსავლის გამომუშავებაზე.

როდის უნდა გაიტანო აუთსორსზე ბიზნესი?

ყველა კომპანიისთვის აუთსორსისთვის შესაფერისი დრო განსხვავებულია. ზოგიერთ ბიზნესს ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად ჰყავს შესაბამისი პერსონალი, მაგრამ შეიძლება სჭირდებოდეს გარედან დახმარების მიღება ახალი პროექტების დასაწყებად. როდესაც შენ და შენი ამჟამინდელი თანამშრომლები ვერ ახერხებთ კომპანიის ყოველდღიური საქმეების მართვასა და ბიზნესის ზრდაზე ზრუნვას, ესე იგი დროა დაფიქრდეთ აუთსორსინგის მომსახურებით სარგებლობაზე.

სინამდვილეში, მცირე ბიზნესებს შეუძლიათ აუთსორსინგით სარგებლობა თავიდანვე დაიწყონ. მაგალითად, შეგიძლია ისარგებლო საბუღალტრო აღრიცხვისა და იურიდიული მომსახურებით, ვიდრე სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალი თავად აიყვანო, რისი ამ ეტაპზე ბიზნესს არ აქვს.

რომელი მომსახურება უნდა გაიტანო აუთსორსზე?

დღეს უკვე თითქმის ნებისმიერი საქმის შესრულება შეგიძლია გარე კომპანიას გადააბარო, რომლებიც პროფესიონალურად მიუდგებიან საკითხს.

სანამ გადაწყვეტ ბიზნესის გარკვეული ფუქციების აუთსორსზე გატანას, გაანალიზე შენი კომპანიის ძლიერი მხარეები და ღირებულებები, რომელზეც გინდა ფოკუსირდე. გარე კომპანიისთვის კი ამ ფუქციების გადაბარება დიდი შეცდომა იქნებოდა, რადგან ბიზნესის უნიკალურობას დაგიკარგავენ და როგორც სხვებს, ისეთივე მომსახურებას შემოგთავაზებენ. მაგალითად, თუ მცირე ბიზნესი პროდუქტის დიზაინზეა ორიენტირებული, არ უნდა გაიტანოს აუთსორსზე ისეთი ფუქციები, რაც უშალოდ ეხება დიზაინს და მის საქმიანობას. მაგრამ შეუძლია ჩააბაროს გარე კომპანიას დამხმარე ბიზნესს პროცესები, როგორიცაა საბუღალტრო აღრიცხვა, IT მომსახურება და სხვა.

როგორ უნდა მართო პროცესი?

შენი სამუშაო მხოლოდ აუთსორს კომპანიის მოძენით არ შემოიფარგლება. ამასთან ერთად, ცოტა მეტი დრო დაუთმო დეტალური კონტრაქტის შედგენას, რომელიც ასახავს კონკრეტულად როგორ შესრულებას ელით მათგან. ნათლად და გასაგებად გააგებინე თუ რა მოლოდინები გაქვს და რას მოიცავს სამუშაო, რადგან კონტრაქტორებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მათი არაკომპეტენტურობით, არამედ ნათელი მითითებების არ არსებობით. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნები და მოლოდინები თავიდანვე ჩამოყალიბდეს, რომ შემდგომი პრობლემები არ შეიქმნას.

შენი საბოლოო პასუხისმგებლობაა კონტროლის მოხსნა და ახალ გუნდის წევრებისთვის საშალების მიცემა აკეთონ ის საქმე, რისთვისაც დაიქირავე. აუცილებელია გქონდეს ნდობის ფაქტორი, რომ მიკრომენეჯმენტი აღარ დაგჭირდეს და შენი ძვირფასი დრო არ მიახარჯო.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკები, აუთსორსინგი სთავაზობს ბიზნეს მფლობელებს დიდ უპირატესობებს. ეს პროცესი საშუალებას გაძლევს სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის ყოლასთან ასოცირებული ხარჯების გარეშე ჩამოაყალიბო პროფესიონალთა გუნდი და აღარ დაკარგო დრო მის კონტროლზე. ეს არის ხელმისაწვდომი, გამოცდილი სტრატეგია თქვენი ბიზნესის გასაზრდელად.