აუთსორსინგის პოპულარობა ბოლო წლებში უფრო და უფრო იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს ზრდასთან ერთად სპეციფიკურ მომსახურებებზე უჩნდებათ მოთხოვნა, რომლის შესაბამისი კადრის მოძებნას ურჩევნიათ გარე პირი დაიხმარონ.
აუთსორსინგი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებული ინდივიდუალური პირის ან კომპანიის დაქირავების პროცესია, რომ გარკვეული ბიზნეს საქმიანობები თქვენს მაგივრად შეითავსოს. ეს პროცესი უკვე ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკად იქცა, რაც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს მიიღონ მომსახურება და უნარები, რომელთა განვითარება ჩვეულებრივ უჭირთ ფინანსური, ადამიანური რესურსების ან ორივეს ნაკლებობის გამო. რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია გაზარდო საკუთარი ბიზნესი დიდი ინვესტიციის გარეშეც.
დამატებით, აუთსორსინგი საშუალებას აძლევს კომპანიას ფოკუსირდეს ძირითად ბიზნესს პროცესებზე და, რაც მთავარია, შეამციროს ხარჯები და გაზარდოს ეფექტურობა. ბოლო დროს ბიზნეს მფლობელები მეტადრე იაზრებენ, თუ რატომ გააქვთ კომპანიებს აუთსორსზე სხვადასხვა საქმიანობა, რომელთაგან გამოსარჩევია ფულის დაზოგვის უპირატესობა.
რატომ არის აუთსორსინგი კარგი ბიზნესისთვის?
ბევრ ინდივიდს ან კომპანიას, რომელიც აუთსორს მომსახურებას ეწევა, შეუძლია მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით გაგიწიოს მომსახურება, რადგან ნაკლები ხარჯი აქვს. როდესაც შენით პროფესიონალი კადრის დაქირავება ბევრად ძვირი დაგიჯდებოდა.
ამასთანავე, როგორც უკვე ვახსენეთ, აუთსორსინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს ფოკუსირდნენ ძირითად ბიზნეს საქმიანობებზე და დეტალებზე ზრუნვა ექსპერტებს მიანდონ. მაგალითისთვის, შენი ბიზნესისთვის ტელემარკინგი საუკეთესო გზაა ახალი პროდუქტის ან მომსახურების გასაცნობად, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ ეს ნამდვილად არ არის შენი ძლიერი მხარე. ამ შემთხვევაში შეგიძლია დაიქირაო აუთსორსინგ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ მომსახურებას, შენ კი ამ დროს შეძლებ კონცენტრირდე კამპანიის შედეგად დაინტერესებული პირების მომსახურებაზე.
გარდა ამისა, ის დიდი ყურადღება და რესურსები, რომელიც მენეჯმენტს უნდა დაეთმო, შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის შიგნით უფრო მნიშვნელოვან, ფართო საკითხებზე – რაც ყოველთვის კარგი რამ არის! სპეციალიზირებულ კომპანიას, რომელიც აუთსორს მომსახურებას ეწევა, ჩვეულებრივ მაღალი დონის უნარ-ჩვევები და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომა აქვს, რომელზეც ხელი მზარდ კომპანიას ხშირად არ მიუწვდება.
აუთსორსზე გატანა შეგიძლიათ მრავალი საქმიანობის როგორიცაა საბუღალტრო აღრიცხვა, გაყიდვები, მარკეტინგი, დიზაინი, წარმოება, პრომოუშენი, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, ვებ პროგრამირება და სხვა.
მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რომელი ბიზნეს პროცესის აუთსორზე გატანას ფიქრობ, ეს საქმიანობა საშუალებას მოგვემს განავითარო ბიზნესი ხარჯების შემცირებასთან ერთად.