სამუშაო ადგილის უსაფრთხოება თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველას სურს იმუშაოს უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ყველა ინდუსტრიისთვის, რათა ხელი შეუწყოს როგორც თანამშრომლების, ისე დამსაქმებლების კეთილდღეობას. კომპანიის მოვალეობა და მორალური პასუხისმგებლობაა იზრუნოს თანამშრომლის დაცულობაზე.

ყოველი ადამიანი, ვინც დილით სამსახურში მიდის, საღამოს სახლში ჯანსაღი უნდა ბრუნდებოდეს. სამუშაო ადგილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროცედურები მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების, ისე დამსაქმებლების კეთილდღეობისთვის, რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მეტად ფასობს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება ოჯახებსაც დიდი ზარალს აყენებს.

ყველა ინდუსტრიას აქვს უსაფრთხოების რისკები, მაგრამ მენეჯმენტმა უნდა დაუთმოს დრო სტრატეგიის შექმნას, თუ რა უსაფრთხოების ზომებია საჭირო მათ კომპანიაში, რათა დარწმუნდნენ მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაში. ეს კი დასაქმებულთა პროდუქტიულობასა და შესწულებული საქმის ხარისხზე აისახება.

აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

      1. ინფორმირებული უნდა იყო სამუშაო გარემოს შესახებ: ბევრი თანამშრომელი არ უფიქრდება სამსახურში არსებულ საშიშროებებს. მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდე კოლეგების სამუშაო გარემოს. არსებული კონკრეტული საფრთხეების აღმოჩენის შემთვევაში კი შეამცირო რისკები და სიფრთხილის ზომები მიიღო.
      2. სტრესის შემცირება: დასაქმებულთა უმეტესობა არ არის ჯანმრთელი დატვირთული გრაფიკის გამო, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ სამუშაო საათებს, სამუშაო ზეწოლას და კონფლიქტს თანამშრომლებთან ან უფროსთან. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაავადება ან დეპრესია. ამასთანავე, ეს გავლენას ახდენს არამარტო მათ პროფესიულ,  არამედ პირად ცხოვრებაზეც. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი შენს თავზე ითავო, უმჯობესი იქნება, თუ ხელმძღვანელთან განიხილავ და სთხოვ გაითვალისწინოს შენი პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდი ორგანიზაციაში.
      3. ხელსაწყოების სწორი გამოყენება: დაიცავი შესამაბისი სიფრთხილის ზომები დანადგარის ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენების დროს. სამსახურში ტრამვის მიღების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი სიფრთხილის ზომების უგულებელყოფაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოიყენო სწორი ხელსაწყოები მუშაობისას და მიჰყვე უსაფრთხოების ინსტრუქციას, რომ  სამუშაო ადგილზე დაზიანების მიღების შანსი რაც შეიძლება
        შეამცირო.
      4. გახადე საევაკუაციო გასასვლელი მარტივად ხელმისაწვდომი: კრიტიკულ მდგომარეობაში აუცილებლად დაგჭირდებათ საევუკაციო გასასვლები, რომელიც თანამშრომლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
      5. გააფრთხილე ხელმძღვანელი საშიშროების შესახებ: მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელობას ხშირად მიაწოდოთ ინფორმაცია სამუშაო ადგილზე არსებული საშიშროების ან რისკების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები არ მუშაობენ უსაფრთხო გარემოში, ხელმძღვანელი ვალდებულია მოუსმინოს, გაიგოს მათი მდგომარეობა და გააუმჯობესოს სიტუაცია.
      6. იყავი ყურადღებიანი: ბევრი თანამშრომელი ხოლმე უგულებელყოფს გამაფრთხილებელ სიგნალებს, რაც იწვევს ხშირად სამუშაო ადგილზე რიგ დაზიანებებს.
      7. იჯექით გამართული: თუ ოფისში გიწევს მუშაობა, მაშინ აუცილებელია სკამზე გამართულად იჯდე, რომ ხერხემალზე პრობლემები არ შეგექმნას. გამოიყენე კომფორტული სკამი და შეეცადე ხშირად არ შეიცვალო პოზები.

უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ეს მენეჯერებისა და ბიზნეს მფლობელების სრული პასუხისმგებლობაა, რომ თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ. რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სათანადო დისკუსიები სამუშაო სივრცესთან დაკავშირებით, რომ მენეჯმენტი საქმის კურსში იყოს, თუ როგორ გარემოში უწევთ მუშაობა თანამშრომლებს.