აუთსორსინგის პოპულარიზაციასთან ერთად, ინტერესი ამ სერვისთან დაკავშირებით უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ აუცილებელია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანაზილება, სანამ შენ ბიზნესზე მოარგებას ეცდები. გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:
დადებითი მხარეები:
- გაზრდილი უკუგება ინვესტიციაზე
ბევრი ფიქრობს, რომ კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის აუთსორგზე გატანა აისახება ხარჯების შემცირებაში, მაგრამ ბიზნესის კეთების
ეს მეთოდი ბევრად მეტს გთავაზობთ. დამატებითი კადრის აყვანისა და შენარჩუნების ხარჯის დაზოგვით შეგეძლებათ ეს თანხა უფრო მომგებიან საქმიანობებში დააბანდოთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების ზრდა და შესაბამისად, შემოსავლის. რამდენი ხანი უნდა ელოდო სანამ გაუმჯობესებულ უკუგებას ნახავ ინვესტიციებზე? აუთოსრსინგი ბევრად უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.
- ეფექტურობის ზრდა
აუთსორსინგის ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ შეგიძლია აირჩიო კომპანია ან გუნდი, რომელიც სპეციალიზირებულია კონკრეტულ სფეროში. მაგალითად, IT მომსახურების აუთსორსზე გატანით, ამ სფეროში სპეციალისტებსა და ექსპერტებს ანდობ საქმეს და ზედაპირული ცოდნის მქონე ადამიანებს. უამრავი კომპანიაა, რომეილიც შემოგთავაზებს ექსპერტების მიერ შესრულებულ IT სერვისებს. ნიჭიერი ადამიანების ბაზაზე წვდომით კი შეძლებ ეფექტურობაც გაზარდო. უფრო მეტიც, შესაძლოა ბიზნესის ინოვაციური კუთხით წაყვანის საშუალება მოგცენ.
- გამოთავისუფლებული დრო
როდესაც ყველაფერი კეთდება კომპანიის შიგნით, დიდი შანსია, რომ ზოგიერთ მთავარ ფუქციებს არ მიექცეს სათანადო ყურადღება. მაგრამ თუ აუთსორსზე გაიტანთ რუტინულ, ადმინისტრაციულ ან სპეციფიკური უნარ-ჩვევების მომთხოვ საქმეებს, მაშინ შეგეძლებათ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ ბიზნესის ძირითად ფუნქციებს და თქვენი კომპანიის წარმატებაზეც იზრუნოთ.
- კადრების მენეჯმენტის გამარტივება
თუ კომპანიის შიგნით საქმე სათანადოდ არ სრულდება, მაშინ დგები დილემის წინაშე გაანთავისუფლო პასუხისმგემელი პირი თუ არა, რაც ხოლმე რთული გადაწყვეტილებაა, როდესაც, მითუმეტეს, თანამშრომელთან ემოციური კავშირი გაქვს შექმნილი. აუთსორსინგის შემთხვევაში, უფრო მარტივი იქნება კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტა და ახლის მოძებნა.
უარყოფითი მხარეები:
- ბიზნეს პროცესებზე კონტროლის დაკარგვა
აუთსორსინგ კომპანიის მონიტორინგი ცალკე დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც, გარანტია არ გაქვს, რომ საქმეს სწორად არულებენ, სანამ შედეგებს არ ნახავ. რა შანსებია, რომ შენს პროექტს სათანადო ყურადღება ექცევა? მაშინ როცა კომპანიის შიგნით შესრულებული საქმის მონიტორინგი უფრო მარტივია და შესწორებების შეტანა ყოველთვის შეგეძლება.
- ხარისხისა და დროის პრობლემა
აუთსორსინგზე გატანილი ბიზნეს ფუნქციების შესრულებამ შესაძლოა უფრო მეტი დროს წაიღოს, ვიდრე მოელოდით, რაც კომუნიკაციის ნაკლებობითა და ხშირი ჩასწორებებითაა გამოწვეული. ამასთანავე, აუთსორსინგის ბენეფიტები მხოლოდ მაშინ იქნება კარგი, თუ საქმე ხარისხიანად სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდები.
აუთსორსინგს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები გააჩნია, რომლის კარგად გაანალიზების მერე უნდა გადაწყვიტოთ რამდენად გიღირთ ამ მომსახურებით სარგებლობა და რამდენად მოერგება თქვენს ბიზნესს.