შიდა აუდიტისა და კონტროლის ეფექტური სისტემის შექმნა მოითხოვს გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც აბსოლუტურად დამოუკიდებელნი იქნებიან, რომ კომპანიის საქმიანობას მონიტორინგი და ობიექტური შეფასება გაუწიონ. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნია შიდა აუდიტის აუთსორსზე გატანა.

პრაგმაში შიდა აუდიტის აუთსორსზე გატანით, საშუალება გექნებათ ისარგებლოთ გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის მომსახურებით. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება კომპეტენტური და თანაბრად ყურადღებიანი ვიყოთ მიმდინარე პროცესების მიმართ ამ სფეროში. ჩვენთან თანამშრომლობა მოიცავს სამუშაო პროცესების მხარდაჭერისა და ოპტიმიზაციის მთელ რიგ შესაძლებლობებს.

რას გთავაზობთ

შიდა აუდიტორული შემოწმება

რისკების შეფასების საფუძველზე შემუშავებული წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე აუდიტორული შემოწმებების განხორციელება. ასევე, შემხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიური აუდიტორული შემოწმების ჩატარება.

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი

აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ მდგომარეობის შესწავლა (მონიტორინგი).

საკონსულტაციო საქმიანობა რისკების ეფექტურად მართვის მიზნით

რისკების ეფექტურად მართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, რისკების მფლობელებისათვის მხარდაჭერა საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზების გზით.

ინსპექტირება (სამსახურებრივი მოკვლევა)

სამსახურებრივი გადაცდომის საფუძველზე განხორციელებული ინსპექტირება, კონკრეტული შემთხვევის (ინცინდენტის) შესწავლა და მის შესახებ სამსახურებრივი მოკვლევა.

business man financial inspector and secretary making report, calculating or checking balance. Internal Revenue Service inspector checking document. Audit concept