კომპანიებისთვის ციფრულ სამყაროში თავის დამკვიდრება უკვე აუცილებელობას წარმოადგენს და არა ფუფუნებას. ახლა, ისე როგორც არასდროს ბიზნესები იაზრებენ ვებ-გვერდისა და ბიზნეს იდენტობის არსებობის მნიშვნელობას, რაც აუცილებელია დინამიურ და არასტაბილურ გარემოში წარმატების მისაღწევად, თუმცა გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. მათ აკლიათ დრო და შესაბამისი ცოდნა კომპანიის ონლაინ გასავითარებლად, რის გამოც ივიწყებენ ბიზნესის ამ კუთხით წარმართვას. ზუსტად აქ გეხმარებით ჩვენ. მომხმარებელთან მჭიდრო თანამშრომლობით ვქმნით უფრო მეტს ვიდრე მხოლოდ ვებ-გვერდს, რომ თქვენს ბიზნესს სრული პოტენციალის გამოვლენაში დავეხმაროთ.

5ee07ea69417a

ჩვენ  გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს ვებ-გვერდის შექმნასა და მის შემდგომ ადმინისტრირებას. Ჩვენ დაგიმზადებთ სრულიად თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ვებ-გვერდს, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი დახვეწილი დიზაინითა და სიმარტივით. ვებ-გვერდი არა მარტო მიმზიდველი და პროფესიონალური, არამედ სწორად ორგანიზებული იქნება, რომ თქვენს ბიზნესს ზრდაში დაეხმაროს.

სწორედ ამიტომ  გთავაზობთ ვებ-გვერდის მართვის სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს საიტის დამზადებას, ჩათის მომსახურებას, ბლოგების მართვას, Seo ოპტიმიზაციასა და  მის შემდგომ ადმინისტრირებას.

რას გთავაზობთ

საიტის დამზადება

პროფესიონალური და ხელმისაწვდომი ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც  მარტივი იქნება გამოსაყენებლად

კონტენტ მარკეტინგი

საიტის ღირებული და რელევანტური ინფორმაციით(ვიდეო, ფოტო, ტექსტები) შევსება მომხმარებლების მოსაზიდად.

SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემაში საიტისთვის მოწინავე ადგილის მინიჭება, რაც  პოტენციური მომხმარებლისთვის ვებ-გვერდს ადვილად მოსაძებნს გახდის

ბლოგის წარმოება

ვებ-გვერდზე კომპანიისთვის და მომხმარებლისთვის საინტერესო სტატიების განთავსება და მართვა

ჩატ-სერვისი

ონლაინ ჩატის ინტეგრაცია ვებ-გვერდთან და მისი მართვა

საიტის ადმინისტრირება

ვებ-გვერდის მართვის სრულად ჩაბარება თქვენი მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად

ჩვენი პროფესინალური გუნდი მომსახურების ყოველ ეტაპზე გაგიწევთ სრულ მხარდაჭერას

ჩვენი პაკეტები
საიმიჯო საიტი
500 ₾-დან

ხუთი გვერდი

კომპანიის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

სოციალური ქსელების ინტეგრაცია

ონლაინ კონსულტაცია

კორპორატიული საიტი
3000 ₾-დან

გვერდების შეუზღუდავი რაოდენობა

მობილურ მეგობრული დიზაინი

სოციალური ქსელების ინტეგრაცია

კონტენტით შევსება

ონლაინ კონსულტაცია

ონლაინ მაღაზია
5000 ₾-დან

გვერდების შეუზღუდავი რაოდენობა

მობილურ მეგობრული დიზაინი

კონტენტით შევსება

სოციალური ქსელების ინტეგრაცია

ონლაინ კონსულტაცია

პროდუქციის კატალოგი

მომხმარებლის კალათა

ბანკის გადახდის ინტეგრაცია

პროდუქციის შეძენა ონლაინ განვადებით

მოცემული ფასები არის საორიენტაციო. ღირებულების დადგენა ხდება ინდივიდუალურად სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

საიტის ადმინისტრირების სერვისი

ვებ-გვერდის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ციფრულ სამყაროში დამკვიდრებისკენ. საიტის შემდგომი მართვა და ორგანიზება განსაზღვრავს შენი ბიზნესის წარმატებას. ამიტომ, საიტის დამზადების გარდა, ჩვენ გთავაზობთ მისი ადმინისტრირების ჩაბარებასაც, რაც მოიცავს ბლოგების განთავსებას, კონტენტის განახლებას, ონლაინ ჩათების მომსახურებას, SEO ოპტიმიზაციასა და ონლაინ მაღაზიის მონიტორინგს.

business man financial inspector and secretary making report, calculating or checking balance. Internal Revenue Service inspector checking document. Audit concept