იურიდიული საკითხების მოგვარება მოითხოვს მუდმივად განახლებულ ცოდნას და ფართო გამოცდილებას. ყველა კომპანიის საქმიანობაში ხშირად ვითარდება ისეთი სიტუაციები, რომელიც პროფესიონალების დახმარებას მოითხოვს.

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი არის თქვენი პრობლემების ეკონომიურად და ეფექტურად მოგვარების საშუალება. ამ სერვისის გამოყენებით, თქვენ იღებთ პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურებას, რომელთაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება დაგროვილი ამ სფეროში, რაც აგარიდებთ თავს დამატებითი ხარჯების გაწევისგან, რომელიც სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის დაქირავებას მოჰყვება.

“პრაგმაში” იურიდიული მომსახურების აუთსორსინგზე გატანით თქვენ მიიღებთ კვალიფიციური იურისტის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ  წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი საშუალებას მისცემს თქვენს ბიზნესს ახალი მიმართულებით განვითარდეს.

რას გთავაზობთ

კონსულტაციები იურიდიული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით

იურიდიული დოკუმენტების მომზადება (კონტრაქტები, ხელშეკრულებები, წერილები და ა.შ.)

გარიგებების მხარდაჭერა (ხელშეკრულების შედგენა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, რისკების ანალიზი, ხელშეკრულების გაფორმების მონიტორინგი)

დავის გადაწყვეტა (დავებისა და წინასასამართლო პროცესების მართვა, საარბიტრაჟო და ზოგადი იურისდიქციის სასამართლოებში დაცვა)

კომპანიის დოკუმენტების შეფასება სამართლებრივი მოთხოვნების სტანდარტებთან მიმართებაში

სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების გასაჩივრება

ჩვენ მომსახურების ფარგლებში აქტიურად ვართ ჩართულები კლიენტის საქმიანობაში, წარმოვადგენთ და ვიცავთ თქვენს ინტერესებს მესამე მხარესთან.