საქართველოში ხშირად ადამიანური რესურსების მართვის როლი გამარტივებულია. მენეჯმენტი აღნიშნულ ფუნქციას ნაკლებად აკავშირებს ბიზნესთან და მხოლოდ გუნდის დაკომპლექტებასა და მის ადმინისტრირებაში ხედავს მის როლს, ამიტომ HR მენეჯერებისთვის დიდი გამოწვევად რჩება ბიზნესის მოთხოვნებისა და შრომითი ბაზრის შორის დისბალანსის დარეგულირება.

ადამიანური რესურსების მართვა გულისხმობს თანამშრომელთა ყველა შესაძლებლობის გამოყენებას კომპანიის მიზნების მისაღწევად. ის მოიცავს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობის ჩამოყალიბების, მართვისა და განვითარების მთელ სპექტრს, რისთვისაც აუცილებელია როგორც სტრატეგიული, ასევე კომპლექსური მიდგომები.

კომპანია “პრაგმა” დაგეხმარებათ ადამიანურ რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასა და გადაწყვეტაში. ჩვენ შევითავსებთ თქვენი HR დეპარტამენტის ყველა ან რამოდენიმე ფუნქცია-მოვალეობებს, რომ განთავისებული დრო ძირითად ბიზნეს პროცესებს დაუთმოთ.

ჩვენ გთავაზობთ HR მომსახურების სრულ პაკეტს – დაწყებული პერსონალის შერჩევიდან მათი სამუშაოს კომპენსაციით დამთავრებული:

ადამიანური რესურსების აუთსორსი

რას გთავაზობთ

რეკრუტინგი და სოციალიზაცია
  • სამუშაოს აღწერილობების მომზადება, ვაკანსიის  მოთხოვნების დეტალიზაცია
  • რეკრუტინგის სტრატეგიის შემუშავება
  • კადრების მოძიება, ინტერვიუირება და აყვანა
  • თანამშრომელთა სოციალიზაციისა და ადაპტაციის პროცესის დაგეგმვა, მართვა
პერსონალის ადმინისტრირება
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების წარმოება და მართვა
  • თანამშრომელთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება
  • სახელფასო და სადაზღვევო ცვლილებების მართვა
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
  • უსაფრთხოების პროგრამის შემუშავება, განხორციელება და ადმინისტრირება
  • შეზღუდული შესაძლებლობები პირების მენეჯმენტი
  • ანგარიშების წარმოება
ტრენინგი და განვითარება
  • კომპანიის ტრენინგისა და განვითარების საჭიროებების კვლევა
  • ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა
  • ტრენინგის შემუშავება და განხორციელება
  • პროგრესის ანალიზი
შეფასება/ მოტივაცია
  • შიდასაორგანიზაციო კვლევა
  • შეფასების მეთოდების განსაზღვრა და დანერგვა
  • ორგანიზაციაზე მორგებული სამოტივაციო სქემის ჩამოყალიბება, ადაპტაცია და მონიტორინგი
შესრულებული სამუშაოს კომპენსაცია
  • სახელფასო და საბონუსე სისტემის შემუშავება (გრეიდინგი)
business man financial inspector and secretary making report, calculating or checking balance. Internal Revenue Service inspector checking document. Audit concept