ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. კომპანიის მენეჯმენტისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს კომპანიაში დაამკვიდროს ღირსეული შრომის კულტურა და იზრუნოს დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესებაზე.
კომპანია „პრაგმა“ დაგეხმარებათ ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში შესაბამისი პოლიტიკის დანერგვით, სისტემის მუდმივი გაუმჯობესებით და მონიტორინგით. ჩვენ ადეკვატურად და კომპეტენტურად გამოვიყენებთ რესურსებს, რომ დავნერგოთ და გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა კომპანიის შიგნით.
რას გთავაზობთ
ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და სისტემის მუდმივი გაუმჯობესება
სამუშაო სპეციფიკაზე მორგებული ინსტრუქციებისა და პროცედურების შემუშავება
საერთაშორისო სტანდარტების და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ტრენინგების ჩატარება
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების, ინციდენტების, დაზიანებების, არშემდგარი უბედური შემთხვევების მოკვლევა, შესწავლა და ანგარიშგება
სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება, შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა და პროცესის მუდმივი მონიტორინგი
შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების მომსახურება, კონსულტაცია და აუდიტი