HVAC ინჟინერი
ჩვენი მეგობარი კომპანია სს ’’ენერგია’’ აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე. ( გათბობა, გაგრილება, წყალმომარაგება და ვენტილაციის (HVAC) საპროექტო/სამონტაჟო კომპანია)
პოზიცია ექვემდებარება: | დირექტორს |
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: | 1 |
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: | პროექტის დიზაინის შემუშავება გათბობა,გაგრილება , წყალგაყვანილობის და ვენტილაციის სისტემის შერჩევა და მასთან დაკავშირებული შეკვეთების დამუშავება. |
ძირითადი მოვალეობები:
- გათბობა, გაგრილება , წყალგაყვანილობის და ვენტილაციის სისტემასთან დაკავშირებული შემოსული პროექტების გაცნობა, გაანალიზება და კვალიფიციური შეფასება.
- შემოსული პროექტების დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტის დაგეგმვა, კლიენტის საჭიროების დაზუსტება;
- მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზი, როგორც მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე ობიექტებზე ვიზიტის გზით.
- გათბობის სისტემებისთვის თბო დანაკარგების და ჰიდრავლიკური გაანგარიშებების შესრულება
- პროგრამაში საქონლის შეკვეთის რეგისტრაცია/ხარჯთაღრიცხვა (პროექტისთვის საჭირო მასალის სისტემაში ასახვა);
- დანადგარების შერჩევა, გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის სისტემისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება ;
- ხაზვისა და მოდელირების კომპიუტერული პროგრამების: AutoCAD MEP, Revit-ის ცოდნა
- პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე,
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
-
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ლანჩით უზრუნველყოფა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორაციული ნომერი
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა | წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად |
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია პრაგმას მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
|
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე |