მარკეტინგის მენეჯერი

დეპარტამენტი: მარკეტინგი
ლოკაცია: თბილისი
განათლება: უმაღლესი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი.
** მდებარეობა: დიღმის მასივი, ეთერ ბოცვაძის ქუჩა;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** ორგანიზაციის ბრენდის და იმიჯის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების შესწავლის მიზნით
** მასმედიასთან ურთიერთობის, პრესრელიზების, პრეზენტაციების და შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებისა და იდეების შემუშავება;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, სოციოლოგია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენების რუსული და ინგლისურის B1 ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო);
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

vacancy@pragma.ge;

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!