ბუღალტერი

Department: ბუღალტერია
Project Location(s): თბილისი
Education: უმაღლესი

სამუშაო პირობები: 

სამუშაო პირობები:  

  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე,  
  • ანაზღაურების დიაპაზონი : 1500 ლარიდან  (ხელზე ასაღები)  კვალიფიკაციის შესაბამისად   
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4;  ქებული კლიმატის სათაო ოფისი 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი; 
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი; 
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დაარქივება და კონტროლი; 
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების და შედარებების დროული შესრულება; 
  • ნაშთების შემოწმება, გასწორება და მმართველობით ანგარიშებთან შედარება; 
  • ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (საგადასახადო აღრიცხვა); 
  •  Საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის  გამოცდილება; 
  •  სასურველია 1C და RS.Ge-ზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობ

სოციალური პაკეტი:   

 

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; 
  • კვებით უზრუნველყოფა; 

 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა  წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.  

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

 

 

დასაქმებულის უფლებები:  

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.   

  

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 

 

საბუთების მიღება: 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;   

 

 

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.  
   

შენიშვნა: 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.   

 

 

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე 

 

 

 

 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

vacancy@pragma.ge;

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!