ჩვენი მეგობარი კომპანია კომპანია „სოლვერი” აცხადებს ვაკანსიას სერვისის ტექნიკოსის (ტუმბოებისა და სატუმბო სადგურების მიმართულება) პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია „სოლვერი“ უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სიტემების ტექნიკურ მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, კომერციული და ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.solvery.ge/
პოზიცია ექვემდებარება: | ტექნიკურ მენეჯერს |
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: | 1 |
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: | მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა სერვისის კუთხით |
სერვისის ტექნიკოსი
ფუნქცია-მოვალეობები:
-
- მუშაობა სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებთან
- შემოწმება, დარეგულირება და შეცვლა აუცილებელი ერთეულების და მასთან დაკავშირებული ნაწილების სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას.
- ტუმბოებისა და სატუმბო სადგურების რევიზია/დიაგნოსტიკა/შეკეთება დეტალური დასკვნის მომზადება (ადგილზე ხდება შესწავლა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით
- სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით
- საბაზისო ელექტროობის ცოდნა
- მართვის მოწმობა;
-
- უცხო ენების (რუსული ან/და ინგლისური) საშუალო დონეზე ცოდნა;
სამუშაო პირობები:
- რეჟიმი/გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00-18:00 , შაბათი – 10:00 – 15:00
- ანაზღაურება : 1200 -1500 ლარი + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სოფელი დიღომი გიორგი ბრწყინვალეს #51
- უნიფორმის ტარების ვალდებულება
- მივლინებები (საქართველოს მასშტაბით)
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორატიული ნომერი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა | პირველი კონტრაქტი - 2 კვირიანი სტაჟირება, შემდგომ წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად |
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
|
|
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია სოლვერის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
|
|
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე
|