მთავარი იურისტი

დეპარტამენტი: იურისტი
ლოკაცია: თბილისი
განათლება: უმაღლესი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე 09:00-18:00-მდე;
** მდებარეობა: დიღმის მასივი, ეთერ ბოცვაძის ქუჩა;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ძირითადი მოვალეობები:

** დამსაქმებელი ორგანიზაციის ან/და კლიენტი კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** უმაღლესი მენეჯმენტისათვის განყოფილების საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების აღწერა, ანალიზი, ოპტიმიზაცია, დანერგილი პროცესების შესრულების მონიტორინგი;
** განყოფილების სტრუქტურის დანერგილ პროცესებთან შესაბამისობაში მოყვანა. განახლების შესახებ ინიციატივების წარდგენა;
** დაქვემდებარებული განყოფილების საქმიანობის რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი; ცვლილებების შესახებ კონსულტაციის გაწევა, საჭიროებისამებრ, მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპანიის წარმომადგენლობა კერძო და საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში/არბიტრაჟში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეებზე, მერიაში, სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებში;
** სისხლის სამართალთან (ეკონომიკურ დანაშაულთან) დაკავშირებული საკითხების/პროცესების წარმართვა;
** დებიტორული დავალიანების ამოღების მეთოდის შერჩევა და შესრულების მონიტორინგი;
** შრომით კანონმდებლობასთან და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგი და სიახლეების გაცნობა HR სამსახურისათვის საჭიროებისამებრ, მოთხოვნების შესაბამისად;
** სარჩელების, საჩივრების, განცხადებების, კორესპონდენციის და დავასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადების მონიტორინგი და დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის ორგანიზებულად და სისტემატიზებულად აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფის კურირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ფლობა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო);
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

vacancy@pragma.ge;

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!