თანამშრომელთა განვითარების მენეჯერი

დეპარტამენტი: ადამიანური რესურსები
ლოკაცია: თბილისი
განათლება: უმაღლესი

სამუშაო პირობები: 

გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
მდებარეობა: დიღმის მასივი, ეთერ ბოცვაძის ქუჩა;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ფუნქცია-მოვალეობები: 

** კომპანიის პერსონალის მართვის პოლიტიკის (სახელფასო სისტემა, პრემირების სისტემა, შეფასების სისტემა) შექმნა/დანერგვა/შესრულების კონტროლი;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ფორმირება/განახლება;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების პერიოდულად დაგეგმვა/განხორციელება;
** ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;
** თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციის და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** შიდა კორპორატიული კულტურის განვითარება;
** პერიოდული კვლევების ჩატარება პერსონალის შრომითი კმაყოფილების დონის შესაფასებლად;
** ქსელში თანამშრომლების როტაციების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** დამატებითი საკვალიფიკაციო ტრენინგები;
** კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** თანამშრომელთა მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემების ცოდნა;
** საბონუსე სისტემის შემუშავების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ: 

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო);
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

vacancy@pragma.ge;

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!