დირექტორის თანაშემწე

დეპარტამენტი: ადმინისტრაციული
ადგილმდებარეობა: თბილისი
განათლება: უმაღლესი

სამუშაო პირობები:

  • Სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით; 
  • ანაზღაურების დიაპაზონი : 1500 ლარიდან  (ხელზე ასაღები)  კვალიფიკაციის შესაბამისად; 
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4;  ქებული კლიმატის სათაო ოფისი; 

ფუნქცია – მოვალეობები: 

  •  ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;   
  • პროექტების, დავალებების შესრულების კონტროლი;  
  • დოკუმენტაციის შედგენა, დახარისხება, არქივის წარმოება;  
  • ოფისის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; 
  •  ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა; 

სოციალური პაკეტი:   

 

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;    
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; 
  • კვებით უზრუნველყოფა; 

 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა  წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.  

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

 

დასაქმებულის უფლებები:  

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.   

  

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 

 

საბუთების მიღება: 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;   

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.  
   

შენიშვნა: 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.   

 

 

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე 

 

 

 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

vacancy@pragma.ge;

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!