“პრაგმა” მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა ბიზნეს პროცესების აუთსორს მომსახურებას.
დღევანდელ სამყაროში, ბიზნეს გარემო სწრაფად იცვლება და მრავალმხრივ ვითარდება. ბევრ კომპანიას არ აქვს საკმარისი დრო და რესურსი, რათა სწრაფ ცვლილებებს აუწყოს ფეხი, რაც შემდგომ მათ მომგებიანობაზეც აისახება. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სირთულეს წარმოადგენს დაძლიონ კომპანიის შიგნით წარმოქმნილი პრობლემები ფულადი რესურსებისა თუ კვალიფიკაციური კადრის ნაკლებობის გამო.
ჩვენ ვეხმარებით მზარდ ბიზნესებს აუთსორს მომსახურებით, რათა მარტივად შეძლონ ყველა ბარიერის გადალახვა, რომელიც კომპანიის წინსვლას აფერხებს. ჩვენი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ძირითადი საქმიანობის დამხმარე პროცესების აუთსორსირებაში. თქვენ კი შეძლებთ ძირითადი დროითი და ფულადი რესურსი ბიზნესის მთავარი საქმიანობებისკენ მიმართოთ.
ჩვენი ღირებულებები
გულწრფელობა და სანდოობა
ჩვენ ყოველთვის გულწრფელები და გახსნილები ვართ ჩვენს კლიენტებთან, რომ ჩვენდამი ნდობა არ დავაკარგვინოთ
იდეალიზმისკენ სწრაფვა
ჩვენ მივისწრაფით კლიენტებისთვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებისკენ და შედეგების მუდმივი გაუმჯობისებისკენ.
კოლაბორაცია და გუნდურობა
ჩვენ კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, რაც ჩვენი გუნდის ორგანიზებული მუშაობითაც ვაღწევთ.
21-ე საუკუნე კომპლექსური სამყაროა, სადაც პრობლემების დანახვა და აღმოფხვრა ბევრი ბიზნესისთვის სირთულეს წარმოადგენს. ჩვენი მისიაც ამაში მდგომარეობს – გავეცნოთ თქვენს დასახულ მიზნებს, დავინახოთ, შემოგთავაზოთ და თქვენთან ერთად დავნერგოთ პრაგმატული გადაწყვეტილებები, რომელიც შექმნილი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ განვითარების შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტის თუ სერვისის წარმატებით რეალიზება შეძლონ ბაზარზე.